CCNP TSHOOT - IP Communications Troubleshooting [11] - TERMS

VOICE OVER IP - VoIP - VoIP არის ტექნოლოგია, რომელიც გადასცემს ხმას IP ქსელში voice-enabled როუტერის მეშვეობით.

IP TELEPHONY - IP ტელეფონია ნიშნავს სატელეფონო სისტემას, რომელიც იყენებს IP ტელეფონებსა და ზარის დამამუშავებელ სერვერს (მაგალითად, როგორიცაა Cisco Unified Communications Manager).


UNIFIED COMMUNICATIONS - Unified communications არის IP კომუნიკაციების ფრეიმვორკი (framework), რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ვოისს. ის მოიცავს აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების კოლექციას, რომელიც ვრცელდება მომხმარებლის ჩართულობაზე.
IP PHONE - IP ტელეფონი არის Ethernet მოწყობილობა, რომელიც ახორციელებს IP voice-ს კომპიუტერზე.

GATEKEEPER - Gatekeeper-ი ახორციელებს ზარის მიღების კონტროლს (Call Admission Control - CAC -, bandwidth-ის კონტროლსა და მართვას და მისამართის თარგმნას H.323 ქსელში.

GATEWAY - Gateway ახორციელებს თარგმნას VoIP და non-VoIP ქსელებს შორის, როგორიცაა Public Switched Telephone Network (PSTN). Gateway  ასევე ახორციელებს ლოკალური ანალოგური და ციფრული ხმოვანი მოწყობილობების (როგორიცაა ტელეფონები, ფაქსები, key სისტემები და Private Branch Exchanges - PBX - ) ფიზიკურ წვდომას.


MULTIPOINT CONTROL UNIT - MCU - MCU ახორციელებს აუდიო და ვიდეო სტრიმების მიქსირებას, საშუალებას აძლევს რა სხვადასხვა ლოკაციებზე არსებულ მონაწილეებს, დაესწრონ ერთსა და იმავე კონფერენციას.
CALL AGENT - Call Agent ახორციელებს ზარის კონტროლს IP ტელეფონებისთვის, ზარის მიღების კონტროლს (Call Admission Control - CAC -, bandwidth-ის კონტროლსა და მართვას და მისამართის თარგმნას. Call Agent შეიძლება იყოს როგორც server based, ასევე router-based. Cisco-ს აქვს router-based call agent-ის მხარხაჭერა, რომელიც ცნობილია, როგორც Cisco
Unified Communications Manager Express (UCME).

APPLICATION SERVER - აპლიკაციის სერვერი ახორციელებს ისეთ სერვისებს, როგორიცაა ხმოვანი ფოსტა, unified messaging და presence information (რომელსაც შეუძლია სხვა მომხმარებლის ხელმისაწვდომობა).

VIDEOCONFERENCE STATION - ვიდეოკონფერენციის სადგური ახორციელებს მომხმარებლების წვდომას ვიდეოკონფერენციაზე. ეს სადგური მოიცავს ვიდეოს გადამღებ მოწყობილობას ვიდეოს ჩასაწერად და მიკროფონს, აუდიოს ჩასაწერად. მომხმარებელს შეუძლია ვიდეო სტრიმის ყურება და აუდიოს მოსმენა, რომელიც მომდინარეობს დისტანციური მომხმარებლიდან. Cisco-ს მიზანმიმართული ავქს თავისი Unified Video Advantage პროდუქტი დესკტოპის ვიდეოკონფერენციის აპლიკაციებისთვის.

DELAY - Delay ანუ დაყოვნება არის დრო, რაც პაკეტს ესაჭიროება გამგზავნიდან მიმღებამდე.

JITTER - Jitter ანუ მერყეობა, არის პაკეტების უთანასწორო მიღება, რაც მოქმედებს ხმოვანი ტრაფიკის ხარისხზე.

DROPS - პაკეტის დადროპვა, ანუ გადაგდება ხდება მაშინ, როდესაც ლინკზე საცობია და ბუფერი გადავსებული. ზოგიერთი ტიპის ტრაფიკი, მაგალითად, როგორიცაა UDP (ხმოვანი ტრაფიკი), ხელახლა არ გადაიგზავნება, თუ პაკეტები გადაიყრება.

DIFFERENTIATED SERVICES CODE POINT - DSCP - DSCP მარკირება იყენებს 6 უკიდურეს-მარცხება ბიტებს Type of Service (TOS) ბაიტისთვის IPv4 header-ში. ამ ექვსი ბიტით შეგვიძლია შევქმნათ 64-მდე სხვადასხვა DSCP მნიშვნელობა (0-დან 63-მდე რეინჯში). Internet Engineering Task Force - IETF-მ აიღო ამ მნიშვნელობების ნაკრები და მიანიჭა მათ სახელწოდებები. ამ სახელწოდებებს ეწოდება per-hop behaviors - PHBs, რადგანაც ეს DSCP მნიშვნელობები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ უნდა მოექცნენ ტრაფიკს თითოეულ ჰოპზე (hop), იქნება ეს როუტერის თუ სვიჩის ჰოპი, მთელი იმ გზის მანძილზე, რასაც ტრაფიკი გაივლის გამგზავნიდან მიმღებამდე.

MODULAR QUALITY OF SERVICE COMMAND-LINE INTERFACE - MQC - MQC არის სამ ეტაპიანი პროცესი სხვადასხვა QoS მექანიზმების კონფიგურაციისთვის. ეს ეტაპებია: 1) ერთი ან მეტი class map-ის შექმნა. 2) policy map-ის შექმნა, რომელიც მიუთითებს, თუ როგორ უნდა მოვექცეთ იმ ტრაფიკს, რომელიც არის class map-ებში. 3) policy map-ის დადება (როგორც წესი ინტერფეისზე) შემომავალი ან გამავალი მიმართულებით.
AUTOQOS VOIP - AutoQoS VoIP არის Cisco IOS-ის ფუნქცია, რომლის მხარდაჭერაც აქვს სისკოს ბევრ როუტერსა და სვიჩს, რათა მოახდინოს როუტერისა და სვიჩის პორტების ოპტიმიზირება ხმის ხარისხისთვის.

AUTOQOS ENTERPRISE - AutoQoS Enterprise არის ფუნქცია, რომლის მხარდაჭერაც აქვს ზოგიერთ სისკოს როუტერის მოდელს, რომელიც სწავლობს მიმდინარე ქსელის ტრაფიკის სტრუქტურას და გვთავაზობს policy-ს, რომელსაც შეუძლია შესწავლილი ტრაფიკის ქცევის დახვეწა, ათამდე კლასის ტრაფიკზე.

CISCO UNIFIED VIDEO ADVANTAGE - Cisco Unified Video Advantage პროსუქტი იყენებს კომპიუტერს, ვიდეო კამერას და სისკოს IP ტელეფონს, როგორც ვიდეო კონფერენციის სადგურს. კერძოდ, კამერა უერთდება კომპიუტერის USB პორტს. პროგრამა (software) ჩაიტვირთება კომპიუტერში და ის დაკავშირებულია სისკოს IP ტელეფონთან PC პორტით. გარდა ამისა, სისკოს IP ტელეფონი შეიძლება იყოსsoftware-based სისკოს IP კომუნიკატორის პროდუქტი, რომელიც მუშაობს კომპიუტერში. როდესაც ხმოვანი ზარი ხორციელდება ორ მომხმარებელს შორის, რომლებიც იყენებენ Cisco Unified Video Advantage პროდუქტს, ვიდეო ზარი შეიძლება ავტომატურადვე ჩაირთოს და თითოეული მომხმარებელი დაინახავს ვიდეო გამოსახულებას თავის კომპიუტერზე.

CISCO TELEPRESENCE - Cisco TelePresence იყენებს CD-ხარისხის აუდიო და მაღალი რეზოლუციის (HD) ვიდეოს (1080p), რომელიც იქხსნება ფართო მონიტორებზე და ახორციელებს რეალისტურ ვიდეო კონფერენციებს.

MULTICASTING - მულტიკასტინგის ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მულტიკასტ სოურსს (წამომწყებს, გამომგზავნს) მაგალითად, ვიდეო სერვერს, რომ გააგზავნოს ტრაფიკის მხოლოდ ერთი სტრიმი D კლასის მისამართზე, რომელიც წარმოადგენს მულტიკასტ ჯგუფს. მოწყობილობებს, რომლებსაც სურთ ამ სტრიმის მიღება, შეუძლიათ შეუერთდნენ ამ მულტიკასტ ჯგუფს.

INTERNET GROUP MANAGEMENT PROTOCOL - IGMP - IGMP არის პროტოკოლი, რომელიც გამოიყენება კლიენტებსა (მაგალითად, კომპიუტერები) და როუტერებს შორის, იმისათვის, რომ როუტერებმა გაიგონ, თუ მათ რომელ ინტერფეისებზეა მიერთებული მულტიკასტ მიმღებები.


PROTOCOL INDEPENDENT MULTICAST - PIM - არის მულტიკასტ პროტოკოლი, რომელიც გამოიყენება IP მულტიკასტ დისტრიბუციის ხეების (distribution trees) შესაქმნელად. პროტოკოლის დამოუკიდებლობა PIM-ში ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია იმუშაოს IP ქსელში მიუხედავად მის საფუძვლად დადებული IP როუტინგ პროტოკოლებისა (როგორიცაა OSPF, EIGRP). არსებობს PIM-ის ორი სახეობა: PIM Dense Mode (PIM-DM) და PIM Sparse Mode (PIM-SM). PIM-DM იყენებს სოურსის (გამომგზავნის) დისტრიბუციის ხეს, ხოლო PIM-SM იყენებს დაშეარებულ (shared) დისტრიბუციის ხეს.


RENDEZVOUS POINT - RP - RP არის ცენტრალიზებული წერტილი PIM-SM მულტიკასტ ქსელში. კლიენტები, რომლებსაც სურთ კონკრეტული მუტიკასტ სტრიმის მიღება, ამ სტრიმს იღებენ ამ RP-დან.

0 comments:

Post a Comment