ლეიერ 2 სვიჩინგი (review)

ეზერნეტ ჰაბისგან განსხვავებით, რომელიც ერთ პორტზე იღებს ბიტებს და იგივე ბიტებს აგზავნის სხვა პორტიდან, ეზერნეტ სვიჩები სწავლობენ თავიანთ პორტებზე მიერთებულ მოწყობილობებს.

როდესაც სვიჩი ხედავს კონკრეტული მაკ მისამართისთვის განკუთვნილ ფრეიმს, ის ჩაიხედავს თავის მაკ ადრეს თეიბლში, რათა დაადგინოს, თუ რომელ პორტზე გადააგზავნოს ახლახანს მიღებულ ფრეიმი. ეს ქცევა ზოგავს bandwidth-ს LAN-ში და კოლიზიების ალბათობასაც ამცირებს.


განსაკუთრებით ჰაბების გარემოში, თუ ორი ენდპოინტი ერთდროულად გადასცემს მონაცემებს კაბელში, ეს ორი ფრეიმი მოახდენს კოლიზიას, რის შედეგადაც ფრეიმები დაიკარგება. ამის გამო, კოლიზია მოითხოვს, რომ ფრეიმები ორივე ენდპოინტიდან გადმოიგზავნოს ხელახლა. ეზერნეტ სვიჩის ყოველი პორტი არის ცალკე კოლიჟენ დომეინი, ხოლო ჰაბის ყველა პორტი არის საერთო (ერთ) კოლიჟენ დომეინში.

ეზერნეტ სვიჩს შეუძლია დინამიკურად ისწავლოს მაკ მისამართები, რომლებიც მიერთებულია თავის სხვადასხვა პორტზე, ნახულობს რა სოურს მაკ მისამართებს იმ ფრეიმებში, რომლებიც პორტიდან შემოდის. 

მაგალითად, თუ სვიჩის პორტი G1/1 მიიღებს ფრეიმს სოურს მაკ მისამართით DDDD.DDDD.DDDD, სვიჩს შეუძლია მიხვდეს, რომ ეს მაკ მისამართი მდებარეობს G1/1 პორტის მიღმა. მომავალში, როცა სვიჩი ისევ მიიღებს ამ მაკ მისამართისთვის განკუთვნილ ფრეიმს, სვიჩი მხოლოდ G1/1 პორტზე გაუშვებს ფრეიმს.

სხვა შემთხვევაში სვიჩმა არ იცის, თუ რომელი მაკ მისამართი რომელი პორტის მიღმაა. როდესაც სვიჩი მიიღებს ფრეიმს ისეთი მაკ მისამართისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის თავის მაკ ადრეს თეიბლში, სვიჩი ფლუდავს ამ ფრეიმს (ანუ უშვებს) თავის ყველა პორტზე, გარდა იმ პორტისა, რომელზე მიიღო ფრეიმი. 

ამის მსგავსად იქცევა ბროადკასტ ფრეიმებზეც (ფრეიმები, რომელთა დესთინეიშენ მაკ მიასამართია FFFF.FFFF.FFFF), ისინი იფლუდება სვიჩის ყველა პორტზე, გარდა იმ პორტისა, რომელზეც მიიღო ისინი. მიზეზი, რის გამოც ყოველთვის იფლუდება ბროადკასტ ფრეიმები, ისაა, რომ არცერთ ენდ პოინტს არ ექნება მაკ მისამართად FFFF.FFFF.FFFF, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მაკ მისამართს სვიჩის მაკ ადრეს თეიბლი არ სწვლობს.

0 comments:

Post a Comment