კავშირის დიაგნოსტიკა

საბაზისო ping ბრძანება აგზავნის Internet Control Message Protocol-ს (ICMP), echo მესიჯს სპეციფიურ დესთინეიშენზე. ყოველ ICMP echo reply-ზე, რომელიც იმ დესთინეიშენიდან მიიღება, ძახილის ნიშანი ჩნდება აუთფუთში.

ping ბრძანებას აქვს რამდენიმე ოფცია:
size - მიუთითებს ბაიტების რაოდენობას ერთ დეიტაგრამაში
repeat - მიუთითებს გაგზავნილი ICMP echo მესიჯების რაოდენობას (დეფაულტად 5)
timeout - მიუთითებს წამების რაოდენობას, რამდენი ხანიც უნდა დაველოდოთ ICMP Echo Reply-ს.
source - მიუთითებს ICMP Echo დეიტაგრამების სოურსს (გამგზავნს).
df-bit - დააყენებს do not fragment ბიტს ICMP Echo დეიტაგრამაში.


ping ბრძანებით შესაძლებელია კავშირის დიაგნოსტიკა. მაგალითად, თუ ping-ის შედეგი გვიჩვენებს ალტერნატიულ წარმატებასა და მარცხს (რომელიც გამოიხატება შემდეგნაირად: !.!.!), ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ტრაფიკის ლოად-ბალანსი ხდება გამგზავნისა და მიმღების IP მისამართებს შორის. ერთი მიმართულებით ტრაფიკი წარმატებულია, ხოლო მეორე მიმართულებით არა.


ping ბრძანების გამოყენება ასევე შესაძლებელია ქსელის დატვირთვისთვის და დატვირთული ტრაფიკის დროს დიაგნოსტიკისთვის. ამისთვის, დეიტაგრამის მოცულობა შეგვიძლია მივუთითოთ 1500 ბაიტი, დიდი ოდენობით ბაიტებისა და თაიმაუტის ნულოვანი მნიშვნელობით. მაგალითად:


R1# ping 10.4.4.4 size 1500 repeat 9999 timeout 0


ამ მაგალითის შემთხვევაში ყველა პინგი ჩავარდება 0 თაიმაუტის გამო. რადგანაც როუტერი, ამ შემთხვევაში, არ ელოდება არცერთი წამით, რომ გავიგოთ პინგი გავიდა თუ არა, და ისევ განუწყვეტლივ აგზავნის ICMP Echo მესიჯს.
შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ კონკჯრეტულ ინტერფეისს აქვს არადეფაულტ Maximum Transmission unit (MTU). 

0 comments:

Post a Comment