Cisco Application Network Services (ANS) - Cisco ANS არის Cisco-ს სოლუშენების ნაკრები, რომელიც Cisco Service-Oriented Network Architecture (SONA)-ს ფრეიმვორკში ექცევა. ANS ტექნოლოგიებს შეუძლიათ, მაგალითად, გაზარდონ აპლიკაციების წარმადობა მონაცემთა ცენტრებში, მოშორებითი (remote) საიტის მომხმარებლებისა და ტელევორკერებისთვის.
IP SLA - Cisco IOS IP SLA ფუნქციას შეუძლია შეაფასოს (გაზომოს) თუ როგორ ექცევა ქსელი სპეციფიური აპლიკაციებისთვის გამოზნულ ტრაფიკს. IP SLA ამას ახორციელებს სინთეტიკურად ტრაფიკის გენერირებით, რომელიც უმკლავდება აპლიკაციის ტრაფიკის მსგავს მახასიათებლებს (მაგალითად, იდენტური პორტის ნომრები, პაკეტის ზომები). ეს ტრაფიკი, რომელსაც ეწოდება probes, იგზავნება დესთინეიშენ როუტერზე, რომელიც ისეა დაკონფიგებული, რომ უპასუხოს მიღებულ პრობებს time-stamp ინფორმაციით, რომლის გამოყენებაც მერე შესაძლებელია ტრაფიკისთვის წარმადობის მეტრიკების გამოსათვლელად.
Network-Based Application Recognition (NBAR) - NBAR-ს შეუძლია სხვადასხვი ტიპის ტრაფიკის კლასიფიცირება ლეიერ 3-დან ლეიერ 7-მდე ინფორმაციის გამოკვლევით. ასევე შესაძლებელია დატრეკვა იმ პროტოკოლებისა, რომლებიც პორტის ნომრებს იცვლიან (როგორიცაა სტეიტფულ პროტოკოლები). Protocol Description Language Modules (PDLMs)-ების მეშვეობით შესაძლებელია NBAR-ის ამომცნობი შესაძებლობების გაფართოება.
Packet Description Language Module (PDLM) - PDLM არის ფაილი (როგორც წესი, Cisco-ს ვებ გვერდიდან ჩამოტვირთული და როუტერის ფლეშზე დაყენებული), რომელიც მოიცავს სპეციფიური პროტოკოლის გასაღების (signature) ინფორმაციას. როუტერის Cisco IOS კონფიგურაცია შესაძლებელია ისე იყოს დაკონფიგურირებული, რომ იუთითებდეს PDLM ფაილს, რათა განავრცოს როუტერის Network-Based Application Recognition (NBAR)-ის შესაძლებლობები.
Wireless Client - უკაბელო კლიენტ მოწყობილობა, როგორც წესი, არის end-user მოწყობილობა, მაგალითად ლეპტოპი, რომელიც იყენებს უკაბელო ქსელს.
Wireless Access Point WAP - (უკაბელო წვდომის წერტილი) იძლევა ქსელთან დაკავშირების საშუალებას უკაბელო კლიენტ მოწყობილობებისთვის.
Wireless Network Unification - იმისათვის, რომ უკაბელო კლიენტ მოწყობილობას ჰქონდეს წვდომა ორგანიზაციის რესურსებზე, უკაბელო ქსელი საჭიროებს ინტეგრაციას (ანუ გაერთიანებას) დაკაბელებულ LAN-თან. ამ ფუნქციონალურობას ეწოდება network unification.
Wireless Network Management - ისევე, როგორც საწარმოების LAN-ები სარგებლობენ ქსელის მართვის სოლუშენებით, ასევე უკაბელო LAN-ს შეუძლია გამოიყენოს ქსელის მართვის სოლუშენები, რათა გააძლიეროს უსაფრთხოება, საიმედოობა და დაეხმაროს WLAN-ის deployment-ს. უკაბელო ქსელის მართვის სოლუშენის მაგალითია Cisco Wireless Control System (WCS).
Wireless Mobility - უსადენო მობილურობის სერვისები მოიცავს საფრთხეების გამოვლენის, ხმის სერვისებს, ლოკაციის სერვისებს და სტუმრების წვდომას.
Autonomous Mode - ავტონომიური რეჟიმი არის უკაბელო ქსელის მუშაობის რეჟიმი, რომელშიც აქსეს პოინტი დაკონფიგებული Service Set Identifier (SSID)-ით, რადიო სიხშირის (RF) არხით და RF ძაბვის პარამეტრებით. თუმცა, ავტონომიური აქსეს პოინტის ქონამ, ამ მთელი პასუხისმგებლობებით, შეიძლება შეზღუდოს შკალირება (scalability) და დააბრკოლოს მოწინავე უკაბელოს სერვისების დამატება.
Split-MAC Mode - Split-MAC რეჟიმი არის უკაბელო ქსელის მუშაობის რეჟიმი, სადაც აქსეს პოინტი მიჩნეულია Lightweight აქსეს პოინტად, რომელსაც ფუნქციონირება არ შეუძლია WLC (Wireless LAN Controller)-ის გარეშე. კერძოდ კი, WLAN კლიენტი, რომელმაც ტრაფიკი უნდა გააგზავნოს დაკაბელებულ LAN-ში, აგზავნის პაკეტს lightweight აქსეს პოინტთან, რომელიც ამ პაკეტის ენკაფსულაციას ახდენს Lightweight Access Point Protocol (LWAPP)-ის მეშვეობით. ენკაფსულირებული პაკეტი LWAPP ტუნელით ეგზავნება WLC-ს.
Lightweight Access Point Protocol (LWAPP) - LWAPP არის პროტოკოლი, რომელიც გამოიყენება lightweight აქსეს პოინტსა და უკაბელო LAN კონტროლერს (WLC) შორის კავშირისთვის. LWAPP-ი პაკეტებს აგზავნისნლეიერ 2 ფრეიმით, სადაც Ethertype არის 0xBBBB. LWAPP მონაცემთა ტრაფიკი იყენებს UDP დესთინეიშენ პორტ 12222-ს; ხოლო LWAPP კონტროლ ტრაფიკი იყენებს UDP დესთინეიშენ პორტ 12223-ს.
Lightweight Access Point - Lightweight აქსეს პოინტი არის უკაბელო ქსელის მოწყობილობა, რომელიც ახორციელებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა beaconing, packet transmission, და frame queuing.
Wireless LAN controller (WLC) - WLC არის უკაბელო ქსელის მოწყობილობა, რომელიც ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ავტორიზაცია, key მენეჯმენტი და რესურსების რეზერვაცია.
Extensible Authentication Protocol (EAP) - EAP არის 802.1X პროტოკოლი, რომელიც გამოიყენება 802.1X ავტორიზატორსა (მაგალითად, უკაბელო LAN კონტროლერი) და 802,1 X ავტორიზაციის სერვერს (მაგალითად, RADIUS სერვერი) შორის.
Power over Ethernet (PoE) - PoE არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს Ethernet სვიჩს, რომ თავისზე მიერთებულ მოწყობილობას (მაგალითად, IP ტელეფონი, ან უკაბელო აქსეს პოინტი) მიაწოდოს ელექტრო ენერგია Ethernet leads, UTP კაბელით.
0 comments:
Post a Comment