კომპანია "დიჯიტალ ეკვიპმენტმა" (DEC) შექმნა STP-ს ორიგინალი ვერსია. მოგვიანებით IEEE-მ შექმნა საკუთარი STP-ს ვერსია - 802,1D. დეფაულტად, სისკოს სვიჩები მუშაობენ STP-ს IEEE 802.1D ვერსიაზე, რაც არ არის თავსებადი DEC ვერსიასთან. მაგრამ სისკო განვითარდა ინდუსტრიულ სტანდარტებზე და მისი ახალი სვიჩებია 802,1w.

STP-ს ძირითადი ამოცანაა ხელი შეუშალოს ქსელის ლუპების წარმოქმნას ლეიერ 2 ქსელში (სვიჩები და ბრიჯები). ის მონიტორინგს უკეთებს ქსელს, რათა აღმოაჩინოს ყველა ლინკი, და რომ დარწმუნდეს, რომ ლუპები არაა, აშათდაუნებს ყველა სარეზერვო (redundant) ლინკს.



STP იყენებს Spanning Tree ალგორითმს (STA) რათა, თავდაპირველად შექმნას ტოპოლოგიის მონაცემთა ბაზა, შემდეგ კი ეძებს და "ანადგურებს" სარეზერვო ლინკებს. როდესაც STP ჩართულია, ფრეიმები გადაიგზავნება მხოლოდ პრემიუმ, STP-შერჩეულ ლინკებზე.

STP არის ლეიერ 2-ის პროტოკოლი, რომელიც გამოიყენება ლუპ-ფრი სვიჩედ ქსელის შენარჩუნებისთვის.

STP ტერმინოლოგია:

Root Bridge - რუტ ბრიჯი არის ბრიჯი, რომელსაც აქვს საუკეთესო ბრიჯ ID. STP-ს საშუალებით ქსელის ყველა სვიჩი ირჩევს რუტ ბრიჯს, რომელიც ხდება ქსელის ცენტრალური წერტილი. ყველა სხვა გადაწყვეტილება ქსელში, როგორიცაა ის, თუ რომელი პორტი დაიბლოკოს, ან რომელი პორტი უნდა დადგეს ფორვარდინგ მოუდში, მიღებულია ამ რუტ ბრიჯის პერსპექტივიდან.

BPDU - ყველა სვიჩი ცვლის ერთმანეთში ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება როგორ რუტ სვიჩის არჩევაში, ასევე ქსელის კონფიგურაციისთვის. ყოველი სვიჩ ადარებს პარამეტრებს BPDU-ში, რომელსაც ის აგზავნის მეზობელ სვიჩთან, იმ პარამეტრებთან ერთად, რომლებსაც იღებს სხვა მეზობლიდან.

Bridge ID - ბრიჯ ID არის ის, თუ როგორ იღებს STP ქსელში არსებული ყველა სვიჩის track-ს. ის განისაზღვრება ბრიჯის პრიორიტეტისა (32,768 დეფაულტად სისკოს სვიჩებზე) და მაკ მისამართის კომბინაციით. ბრიჯი, რომელსაც აქვს ყველაზე დაბალი ბრიჯ ID, ხდება რუტ ბრიჯი ქსელში.

Nonroot Bridges - ნონრუტ ბრიჯი არის ყველა ბრიჯი, რომელიც არ არის რუტ ბრიჯი. ნონრუტ ბრიჯები ცვლიან BPDU-ს ყველა ბრიჯებთან და ანახლებენ STP ტოპოლოგიის მონაცემთა ბაზას ყველა სვიჩზე; ამით თავიდან იცილებენ ლუპების წარმოქმნის საშიშროებას და ატარებენ თავდაცვით ზომებს ლინკის ჩავარდნის აღკვეთისთვის.

Port Cost - პორტ კოსტი განსაზღვრავს საუკეთესო გზას, როდესაც ორ სვიჩს შორის გამოიყენება რამდენიმე ლინკი და ამ ლინკებიდან არცერთი არ არის რუტ პორტი. ლინკის კოსტი განისაზღვრება ლინკის bandwidth-ით.

Root Port - რუტ პორტი ყოველთვის არის ლინკი, რომელიც პირდაპირ შეერთებულია რუტ ბრიჯზე, ან უმოკლესი გზა რუტ ბრიჯამდე. თუ რუტ ბრიჯზე ერთ ლინკზე მეტია შეერთებული, მაშინ პორტ კოსტი განისაზღვრება ყოველი ლინკის bandwidth-ის გამოკვლევით. ყველაზე დაბალი კოსტის მქონე პორტი ხდება რუტ პორტი. თუ რამდენიმე ლინკს აქვს თანაბარი კოსტი, მაშინ გამოიყენება ის ბრიჯი, რომესაც აქვს ყველაზე დაბალი ედვერთაიზინგ ბრიჯ ID. თუ ერთი მოწყობილობიდან გამოდის რამდენიმე ლინკი, ყველაზე დაბალი პორტის ნომერი იქნება გამოყენებული.

Designated Port - დეზიგნეიტიდ პორტი არის ის, რომელსაც მიჩნეულია, რომ აქვს საუკეთესო, ყველაზე დაბალი, კოსტი. დეზიგნეიტიდ პორტი აღნიშნული იქნება, როგორც ფორვარდინგ პორტი.

Nondesignated Port - ნონდეზიგნეიტიდ პორტი არის ის, რომელსაც აქვს უფრო მაღალი კოსტი, ვიდრე დეზიგნეიტიდ პორტს. ნონდეზიგნეიტიდ პორტები არიან ბლოკინგ მოუდში, ისინი არ არიან ფორვარდინგ პორტები.

Forwarding Port - ფორვარდინგ პორტი აფორვარდებს ფრეიმებს.

Blocked Port - ბლოკედ პორტი არის პორტი, რომელიც, ლუპების აღმოფხვრის მიზნით, არ დააფორვარდებს ფრეიმებს. მიუხედავად ამისა, ბლოკედ პორტი ყოველთვის ისმენს ფრეიმებს.

Spanning Tree-ს ოპერაციები:

STP-ს საქმეა, აღმოაჩინოს ყველა ლინკი ქსელში და დააშათდაუნოს ნებისმიერი სარეზერვო ლინკი, რითაც ხელს უშლის ქსელში ლუპების წარმოქმნას. ეს ხდება თავდაპირველად რუტ ბრიჯის არჩევით, რომელიც აფორვარდებს ყველა პორტზე და იქცევა ისე, როგორც ძირითადი წერტილი STP დომეინში არსებული ყველა მოწყობილობისთვის.

მას შემდეგ, რაც ყველა სვიჩი შეთანხმდება, თუ ვინ იქნება რუტ ბრიჯი, ყოველმა ბრიჯმა უნდა იპოვოს თავისი ერთადერთი საკუთარი რუტ პორტი. ორ სვიჩს შორის არსებულ ყველა და ყოველ ლინკს უნდა ჰქონდეს ერთი და მხოლოდ ერთი დეზიგნეიტიდ პორტი, პორტი ამ ლინკზე, რომელიც გაატარებს უმაღლეს bandwidth-ს რუტამდე.

ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ბრიჯმა შეიძლება გაიაროს ბევრი სხვა ბრიჯი, რათა მივიდეს რუტამდე; ანუ ეს ყოველთვის უმოკლესი გზა არ იქნება, მაგრამ იქნება უსწრაფესი (უმაღლესი bandwidth-ით).

ყოველი პორტი რუტ სვიჩზე არის დეზიგნეიტიდ პორტი. როცა ყველაფერი დალაგდება, ნებისმიერი პორტი, რომელიც არ არის არც რუტ პორტი და არც დეზიგნეიტიდ პორტი, ანუ არის ნონრუტ, ნონდეზიგნეიტიდ პორტი, მოთავსდება ბლოკინგ სტეიტში, არ აძლევს რა საშუალებას სვიჩინგ ლუპი წარმოიქმნას. ყოველ ქსელში უნდა იყოს მხოლოდ ერთი რუტ ბრიჯი.

რუტ ბრიჯის არჩევა:


0 comments:

Post a Comment